FBReader პროგრამის შესახებ &FBReaderVersion;
ეს პროგრამა განკუთვნილია ელექტრონული წიგნების საკითხავად ePub და fb2 ფორმატებში. თუ უკვე გაქვთ შესაფერისი წიგნები, განათავსეთ ისინი მეხსიერების ბარათზე Books კატალოგში. ამის შემდეგ თქვენ წიგნებს იპოვით ბიბლიოთეკაში. FBReader -ში ჩასმულია ქსელური ბიბლიოთეკა, რომლიდანაც შესაძლებელია წიგნების გადმოწერა უფასოდ და ასევე ყიდვა.
გვერდის გადასაფურცლად შეეხეთ ეკრანის მარჯვენა ნაწილს (ან მარცხენას, თუ გინდათ წინა გვერდზე დაბრუნება). გადაფურცვლის სხვა ვარიანტები – თითის გაცურება ეკრანზე მარჯვნიდან მარცხვნივ, ან ხმის რეგულირების ღილაკების გამოყენებით.
თქვენ შეგიძლიათ გამართოთ FBReader ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება კითხვა. ფერები, შრიფტები, კატალოგები, გადაფურცვლის მეთოდები, და მრავალი სხვა შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრების დიალოგში.
როგორც წესი პროგრამის მართვა ხდება მენიუს მეშვეობით. თუ თქვენს მოწყობილობას არ აქვს ღილაკი Menu, უბრალოდ დააჭირეთ ეკრანის შუა ნაწილში ქვედა მხარეს.
ისიამოვნეთ კითხვით!
ლინკები
უფრო მეტი ინფორმაციისთვის პროგრამა FBReader-ის შესახებ, ასევე, სხვადასხვა მოწყობილობებისთვის ვერსიების გადმოსაწერად ეწვიეთჩვენ საიტს.
შეტყობინებეი ახალი ვერსიების და სხვა ინფორმაციების შესახებ ქვეყნდება twitter'ზე.
თუ გსურთ ავტორებთან დაკავშირება, მოგვწერეთ ელექტრონული წერილი.
ქართული თარგმანის ავტორია კომპანია წიგნის სამყარო www.bookland.ge.